პროექტები
დასრულდა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების პროექტი...
დასრულდა ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ტიციან ტაბიძის ქუჩა I შესახვევი N 24 -ის მიმდებარედ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისათვის კვლევა-პროექტირების მომსახურება და სამშენებლო სამუშაოები
სრულადდასრულდა სვანეთში, მესტიაჭალა ჰესის წყლის შემკრების მიმდებარ...
დასრულდა სვანეთში, მესტიაჭალა ჰესის წყლის შემკრების მიმდებარედ ქვათაცვენისაგან დამცავი კონსტრუქციის სისტემის მონტაჟი
სრულადგომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის სარეაბილიტ...
დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-22) გომი - საჩხერე - ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ 84+000 - კმ 107+000 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (გზის დამეწყრილი 16 უბნის რეაბილიტაცია)
სრულადგუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავების მართვის სისტემების მონტაჟი...
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავების მართვის სისტემების მონტაჟის სამუშაოები
სრულადდაბა წყნეთში, გ.ლეონიძის ქ. #13 -ის მიმდებარედ ფორმირებული მ...
დასრულდა დაბა წყნეთში, გ.ლეონიძის ქ. #13 -ის მიმდებარედ ფორმირებული მეწყერის სალიკვიდაციო გადაუდებელი ღონისძიებების გატარებისათვის საპროექტო მომსახურება და სამშენებლო სამუშაოები.
სრულადლისის- მუხათწყაროს -მსხალდიდის სააავტომობილო გზაზე მეწყერსაწ...
მცხეთის მუნიციპალიტეტში, ლისის- მუხათწყაროს -მსხალდიდის სააავტომობილო გზაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისათვის მიმდინარეობს კვლევა-პროექტირების მომსახურება და სამშენებლო სამუშაოები.
სრულადშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის ს...
დასრულდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი, რომელიც მოიცავდა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მოწყობასა და 5 ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას.
სრულადქალაქ ერევანში, საავტომობილო ხიდის მშენებლობა...
2020 წლის იანვრიდან ქალაქ ერევანში 255 მეტრიანი 2 ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
სრულადქ. თბილისში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყ...
დასრულდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქ. თბილისში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტრება-მშენებლობის სამუშაოები.
სრულადხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ღორეშა-ბაზალეთის გზისა და ხიდის ...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ღორეშა- ბაზალეთის გზისა და ხიდის რეაბილიტაცია განხორციელდა.
სრულადქ. თბილისში, იყალთოს მთის ფერდზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილ...
ქ. თბილისში, იაპონიის საერთაშორისო კორპორაციის სააგენტოს (JICA) პროგრამის "საქართველოს გზათა უსაფრთხოების გაზრდისათვის კერძო სექტორთან თანამშრომლობის პროგრამა, ქვის ცვენის საწინააღმდეგო იაპონური ტექნოლოგიების დანერგვით, შპს "MITSUI&Co-სთან ერთად" ფარგლებში განხორციელდა ქ. თბილისში, იყალთოს მთის ფერდზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე კლდის ცვენისაგან დამცავი ბადის მოწყობის სამუშაოები.
სრულადსასაწყობე შენობის მშენებლობა...
შპს „სმართ ვეარჰაუსის“ დაკვეთით შპს „კვაკასუს როუდ პროჯექტი“ სოფელ დიღომში ახორციელებს სასაწყობე შენობის მოწყობის სამუშაოებს, საერთო ფართით 3699.7 კვ.მ. ობიექტი წარმოადგენს ლითონის და ხის კონსტრუქციის ერთსართულიან ანგარს, რომელიც შემოსილია და გადახურულია ე.წ. "სენდვიჩი"-ს პანელებით. კონსტრუქციულ კარკასს ქმნის ლითონის პროფილების სვეტები, რომლებზეც დაფუძნებულია შესაბამისად დამუშავებული ხის მასალის ფერმები. ობიექტი ხასიათდება სასაწყობე დანიშნულების შენობებისთვის დამახასიათებელი თანამედროვე არქიტექტურით.
სრულადშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალ...
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის კმ77-კმ92 მონაკვეთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი, რომლის სიგრძე 16 კმ-ია მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე ზღვის დონიდან 2050 მეტრის სიმაღლეზე და მოიცავს შემდეგ სოფლებს: ტბეთი, სამება, განთიადი, საყდრიონი და აიაზმა. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე თავდაპირველად მოწყობილი იყო ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი, რომელსაც რამდენჯერმე ჩაუტარდა ორმოული შეკეთების სამუშაობები. თუმცა ამჟამად საფარი ძლიერ დაზიანებულია (ცვეთა, ორმოები, ნაწიბურების ჩამომტვრევა, ბზარები). პროექტით გათვალისწინებულია არსებული მონაკვეთის ძველი ასფალტისგან გაწმენდა, გასუფთავება და ახალი გზის სამოწის მოწყობა.
სრულადხონის მუნიციპალიტეტის წყალტუბო - ცაგერის საავტომობილო გზის მ...
შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის წყალტუბო - ცაგერის საავტომობილო გზის მე-15 კმ-დან, ძეძილეთი - გორდი - ნორას გზის სარეაბილიტაციო და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოებს. ძეძილეთი-გორდი-ნოღას საავტომობილო გზის საპროექტო მონაკვეთი ხონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ადგილობრივი მნიშვნელობისაა. ხსენებული საავტომობილო გზა წარმოადგენს მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს, რომელიც ასევე აკავშირებს ადგილობრივ სოფლებს (გაღმა ნოღა, გამოღმა ნოღა, ძეძილეთი) საქართველოს საავტომობილო გზების ქსელთან და წარმოადგენს ტურისტული დანიშნულების ობიექტებთან (ოკაცეს კანიონი, პრომეთეს მღიმე და ა.შ.) საგზაო კავშირს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აღნიშნული გზის დაახლოებით 10 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია და ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.
სრულადქ. თბილისში, მდინარე მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის...
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ჩვენი კომპანია ახორციელებს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტით გათვალისწინებულია კვლევების შედეგად გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა, კერძოდ: ხიდზე ახალი კონსტრუქციის სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინაბეტონის თვალამრიდების მოწყობა; ხიდის სადეფორმაციო ნაკერებიდან წყლის მომცილებელი სისტემის, დაზიანებული და ჩამოტეხილი საკარადე კედლების რეაბილიტაცია; არსებული განათების ბოძების განახლება; გადახრილი საყრდენი ნაწილების გასწორება დასაშვებ სიდიდემდე, სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიგნითა სივრცის გასუფთავება და ხიდის მისასვლელბზე ახალი სანიაღვრე ჭებისა და ჭების დამაკავშირებელი პოლიეთილენის წყალმომცილებელი მილების მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და 5 თვე გაგრძელდება.
სრულადქალაქ ბათუმში (ბაქოს ქუჩა), ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზ...
ქალაქ ბათუმში (ბაქოს ქუჩა), ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის (ესტაკადა) სამშენებლო სამუშაოები
სრულადსაქართველოს მთავრობის სახლი ქუთაისში...
ქ.ქუთაისში მთავრობის სახლის მშენებლობა (ადგ.რ N 110, თარიღი 09/02/2011 )
სრულადგვირაბი ვერეს ხეობიდან ბახტრიონის ქუჩამდე...
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. მდ. ვერეს ხევი. მოკლე აღწერა: ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე გაყვანილი მაგისტრალის შემდეგ გაჩნდა იყალთოს მთაში გამავალი გვირაბის საჭიროება, რომელის მშენებლობაც "კავკასუს როუდ პროჯექტმა" 2012 წლის ივლისში დაასრულა. გვირაბმა საგრძნობლად განტვირთა ვაკე-საბურთალოს ძირითადი გამზირები. გვირაბი ვერეს ხეობიდან ყოფილი იპოდრომის ტერიტოიაზე, ბახტრიონისა და სულხან ცინცაძის ქუჩას შეურთდა. მეორე მხარეს ახალი გზის მეშვეობით ის დაუკავშირდება ჭავჭავაძის გამზირს. ამით შედგება უმოკლესი გზა ვაკიდან საბურთალომდე. გვირაბი სიგრძეში 204 მეტრია, ხოლო სიგანეში 11 მეტრი. სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მეტრია და მასში ორმხრივი მოძრაობაა გათვალისწინებული. არქიტექტორი: მოცემული პროექტი დამუშავებულია შპს “საქგზამეცნიერება”, (თამაზ შილაკაძე - გენერალური დამპროექტებელი), შპს “გზამშენპროქტი” და შპს “კავგიპროტრანსი-მგ”-ს მიერ. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები შეასრულა შპს “ჯეოინჟინერინგმა”. ქვეკონტრაქტორები: “ალგა” – იტალია, სს “ჰიდროენერგომონტაჟი” და შპს “ინტერპროექტი”.
სრულადახალი საბაგიროების მშენებლობა თეთნულდი...
TH და T7 ახალი საბაგიროების სამშენებლო სამუშაოები N სამ 02-25.16 CVP45200000
სრულადმდ. მტკვარზე არსებული ხიდი-ესტაკადა...
ქ. თბილისში, ისნის რაიონში მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე, მდ. მტკვარზე არსებული ხიდი-ესტაკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები
სრულადსატრანსპორტო კვანძები გმირთა მოედანზე...
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გმირთა მოედანი. მოკლე აღწერა: 2009 წლის დასაწყისში გადატვირთული მოძრაობის განსამუხტველად გმირთა მოედანზე დაიგეგმა ესტაკადებისა და აღნიშნული ტერიტორიის თამარაშვილის ქუჩასთან დამაკავშირებეული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. დაპროექტდა და შესრულდა რკინა-ბეტონის მონოლითური ესტაკადების - კოსტავას ქუჩიდან გმირთა მოედანზე ესტაკადა N1, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით ესტაკადა N2, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით ესტაკადა N3 და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან გმირთამოედნის მიმართულებით ესტაკადა N4-ის სამშენებლო სამუშაოები. მათი საერთო სიგრძე 806 მეტრია. ძირითადი ხიდის სიგრძე 337 მეტრია, ხოლო სიგანე საშუალოდ 10 მეტრი. ესტაკადების სრული სიგრძე 1000 მეტრს გადააჭარბებს. პროექტი დამუშავებულია შპს “საქგაზმეცნიერების” მიერ (ავტორი თამაზ შილაკაძე). ქვეკონტრაქტორები: შპს “დუვიდაგი” – გერმანია.
სრულადპარლამენტის ადმინისტრაციული შენობა...
ქ.ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობისათვის სამუშაოების განხორციელება
სრულადთბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე სახიდე გადასასვლელის სა...
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-36) თბილისი (პანტიანი) - მანგლისის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ში არსებული ქვის თაღოვანი სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები SPA160018181 ე.ტ. N95-16/10-90
სრულადწყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია...
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია (დიზაინი და მშენებლობა) ICB no: EIB/URDP/EMER/DB/ICB/01-2017.
სრულადთიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის (კმ10 - კმ23) მ...
2016 წელს შპს „კავკასუს როუდ პროჯექტ“-მა გაიმარჯვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის (კმ10 - კმ23) მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. გზის აღნიშნული მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული იყო - ერთ დროს ასფალტბეტონის საფარიანი გზა მთლიანად გაცვეთილი, მხოლოდ რამდენიმე ადგილას იყო შემორჩენილი საფარის ფრაგმენტები; მწყობრიდან გამოსული წყლის აცილების სისტემიდან წყალი სავალ ნაწილზე გადმოდიოდა, რის გამოც სავალი ნაწილი ძლიერ დაზიანდა. ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში განახლდა სავალი გზის სამოსი, მოეწყო 2 სახიდე გადასასვლელი, შეიცვალა დაზიანებული მილები, გადატანილ იქნა ელ. გადამცემი ხაზი, პატარა ხევების და კიუვეტების წყლის გასატარებლად მოეწყო სხვადასხვა კვეთის, ზომისა და ფორმის რკ.ბეტონის მილები; ქვათაცვენისა და მეწყრული უბნების სტაბილიზაციისათვის ჩამოიწმინდა ფერდობები და მოეწყო რკ. ბეტონის საყრდენი კედლები. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო, სარეკონსტრუციო სამუშაობის შედეგად მივიღეთ ორ ზოლიანი გზა, რომელიც გადის სოფელებს - ფუძნარსა და ბოდავს.
სრულადმდ.ბიდარაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა...
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მდინარე ბიდარაზე დაპროექტდა და აშენდა ახალი სახიდე გადასასვლელი. ხიდი წარმოადგენს ჩარჩო-კონსტრუქციას რკინაბეტონის კომპოზიტური სუპერკონსტრუქციის სახით, რომელიც მონოლითურად და შესაბამისად, მყარადაა დაკავშირებული სუბსტრუქტურასთან (საყრდენები). სუპერსტრუქტურა შედგება რკინაბეტონის კომპოზიტური მზა ელემენტებისგან – ღია ფოლადის ბოძები უკავშირდება მზა ელემენტს მსხვილი ბოლტებით. მზა ელემენტები დამონტაჟდა მომზადებულ საყრდენებზე, შეკავშირდა და გამყარდა. ჩარჩო კონსტრუქციის ჩაბეტონებისა და გამაგრების შემდეგ (სუპერსტრუქტურის დაკავშირება საყრდენებთან) მოხდა ადგილზე საყრდენი ფილის გამაგრება და ჩაბეტონება. მალის ნაშენის სიგრძე არის 51 მეტრი, ხოლო ხიდის საერთო სიგრძეა 52,80 მეტრი, ზედაპირის ფართობი კი - 591.60 მ2. პროექტის ვარგისიანობის ვადა - 100 წელი.
სრულადელბაქიძის აღმართზე საყრდენი კედლის რეაბილიტაციის სამუშაოები...
ქ. თბილისის მერიის დაკვეთით, შპს „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ განახორციელა ქ. თბილისში, ელბაქიძის აღმართზე, მ. ჯავახიშვილის ქ. N21-ის მიმდებარედ დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაცია.
სრულადსასადილო-სიონის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები...
აღსანიშნავია რომ ეს არის პირველი პროექტირება–მშენებლობის პროექტი საქართველოში, რომელიც დააფინანსა მსოფლიო ბანკმა, ხოლო დამკვეთი არის საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
სრულადხის საფეხმავლო ხიდი ვერეს ხეობაში...
კავკასუს როუდ პროჯექტის მიერ 2012 წელს აშენებული ხის ხიდი მდებარეობს ვერეს ხეობაში. ის ერთმანეთთან აკავშირებს ზოოპარკსა და მზიურის ბაღს. ხიდის სიგრძეა 30, სიგანე კი 3 მეტრი. ის მთლიანად შეწებებული წაბლისა და აკაციის ხისგან არის აშენებული.
სრულად"ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარჯვენა სანაპ...
2012 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაიგეგმა სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვა. გმირთა მოედნის მსგავსად აქაც აშენდა რკინა-ბეტონის ხიდები. მშენებლობის პროცესში განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა გზის გადაკეტვა, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტონაკადის მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვევდა ქალაქის პარალიზებას. მოძრაობის ჩაკეტვის თავიდან აცილების მიზნით, „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ კიდევ ერთი ინოვაცია დანერგა საქართველოში - კომბინირებული ლითონისა და მონოლითური რკინა-ბეტონის ხიდი. ამ ტექნოლოგიის საშუალებით, სულ რამოდენიმე საათით გახდა საჭირო ავტონაკადის მოძრაობის შეწყვეტა, რათა მოწყობილიყო ხიდების სავალი ნაწილები.
სრულადხის საფეხმავლო ხიდი გმირთა მოედანზე...
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავტომაგისტრალი მდ. ვერეს ხევზე. მოკლე აღწერა: 2010 წელს იმის მერე, რაც დასრულდა გმირთა მოედნის ესტაკადებისა და ვერეს ხეობის გზის მშენებლობა, “კავკასუს როუდ პროჯექტმა” ააშენა გზის გადამკვეთი ხის საფეხმავლო ხიდი. ეს ხიდი დაპროექტდა და დამზადდა "კავკასუს როუდ პროჯექტ"-ის ქარხანაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს. ეს იყო პირველი შეწებებული ხის ტექნოლოგიით დამზადებული ხიდი საქართველოში. ხიდის სიგრძეა 24 ხოლო სიგანე 3 მეტრი. არქიტექტორი: პროექტი დამუშავებულია შპს “კაკვასუს როუდ პროჯექტის” საკონსტრუქტორო ბიუროში (ქუთაისის განყოფილება).
სრულადსამების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია...
ადგილმდებარეობა: ქვემო და ზემო სამება, ქობულეთის რაიონი, აჭარა, საქართველო. მოკლე ისტორია: 2009 წელს პირველი ცემენტო-ბეტონის გზა სოფელში სწორედ “კავკასუს როუდ პროჯექტმა” დააგო. ექსპერიმენტული პროექტის “ბეტონის გზები სოფლად” ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ქვედა სამება-ზედა სამების დამაკავშირებელ 4 კმ-იან გზაზე ცემენტობეტონის საფარი მოეწყო. პროექტის განხორციელებას ხელს უშლიდა ურთულესი რელიეფი. საჭირო იყო ძვირადღირებული ბეტონის ხიდების მოწყობა იმ ადგილებში, სადაც ხშირია მეწყერი. კავკასუს როუდ პროჯექტმა დამკვეთთან შეთანხმებით გამოიყენა ინოვაციური ტექნოლოგიები და ხიდების ნაცვლად მოაწყო გაბიონების კედლები, რომელთა სიმაღლე 11 მეტრსაც კი აღწევს.
სრულადნატახტარი-აღაიანი-იგოეთის ავტობანი...
პირველი ბეტონის საფარიანი გზა საქართველოში სწორედ „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ინიციატივით გაკეთდა. „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ შპს „ზიმოსთან“ ერთად 2006 წელს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც გულისხმობდა მაგისტრალი E60-ის გაფართოებას ორიდან ოთხ ზოლამდე ასფალტის საფარით, შეიტანა ალტერნატიული წინადადება გზის ცემენტობეტონის საფარით მოწყობაზე. ამ წინადადებამ გაიმარჯვა და 2006 წლის ოქტობერში გაკეთდა ნატახტარი-აღაიანის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი. 2009 წელს „კავკასუს როუდ პროჯექტმა” შემდეგი – აღაიანი-იგოეთის 17 კილომეტრიანი მონაკვეთი დაასრულა. პროექტში მონაწილეობდნენ: შპს „ჰაილიტ+ვიორნერი“ გერმნია და სს „შტრაბაგი“ ავსტრია.
სრულადავტომაგისტრალი ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე...
პროექტის დასახელება: ავტომაგისტრალი ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მდ. ვერეს ხევი - საპროექტო გზა იწყება ვერეს ხევში, საქალაქო ავტომაგისტრალიდან და გრძელდება თამარაშვილის ქუჩამდე. მოკლე აღწერა: 2009 წელს ვერეს ხეობის გავლით გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის შემაერთებელი გზის მშენებლობა დაიწყო. სატრანსპორტო კვანძი აკავშირებს ქ. თბილისის ორ უმნიშვნელოვანეს რაიონს, ვაკესა და საბურთალოს და არის გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის ალტერნატიული გზა. პროექტი თავისი სირთულით უნიკალური იყო საქართველოში. გზას მთლიანად მდინარის თავზე ვიწრო ხეობაში უნდა გაევლო. კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტ”-მა პროექტში გათვალისწინებული ხიდების მაგივრად გამოიყენა ინოვაციური ტექნოლოგიის კანადური წარმოების გოფრირებული ლითონის გვირაბები, რომლებშიც ახლა მიედინება მდინარე ვერე. ამ ინოვაციით “კავკასუს როუდ პროჯექტ”-მა შეამცირა როგორც პროექტის ხარჯი, ასევე მშენებლობის დრო. მშენებლობა დასრულდა 2010 წლის ივლისში, სამუშაოების დაწყებიდან ზუსტად ერთ წელიწადში. ტექნიკური მახასიათებლები: გზის სიგრძე 3400 მეტრია, სიგანე - 8 მეტრი. მასზე ორმხრივი, ოთხზოლიანი მოძრაობაა გათვალისწინებული. ამ მაგისტრალმა, რომელმაც ხალხისაგნ „ახალი გზის“ სახელი მიიღო, მნიშვნელოვნად განტვირთა თბილისის ცენტრალური გამზირები. არქიტექტორი: პროექტი დამუშავებულია შპს “საქგაზმეცნიერების მიერ” (ავტორი: ბატონი თამაზ შილაკაძე). სუბკონტრაქტორები: შპს “არმტეკი” – კანადა, შპს. “ჰაილიტ+ვიორნერი” - გერმანია, სს “შტრაბაგი” – გერმანია.
სრულადანაკლია - განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე...
პროექტის დასახელება: საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე. ადგილმდებარეობა: ანაკლია - განმუხური, ზუგდიდის რაიონი, სამეგრელო - ზემო სვანეთი. მოკლე აღწერა: საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე, აკავშირებს ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლებს. პროექტის მშენებლობა იყოფა 8 ძირითად ფაზად: რკინა-ბეტონის ხიმინჯებიანი საძირკვლის მოწყობა; რკინა-ბეტონის ბურჯების მოწყობა; ხის კონსტრუქციის დამზადება; ლითონის კონსტრუქციების დამზადება; ხის კონსტრუქციების მონტაჟი; პილონის დამონტაჟება; პილონის ვანტების დამონტაჟება; სავალი ნაწილის შეფიცვრა, მოაჯირების მოწყობა და განათება. ტექნიკური მახასიათებლები: ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 504 მეტრია, სიგანე კი 6.81 მ. ის ევროპაში ყველაზე გრძელი ხის ხიდია. პროექტის გენერალური კონტრაქტორი: შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" ხიდის პროექტის ავტორები: შპს „ტრანსპროექტი“ (საქართველო) Leonard Andre and Partners GmbH (გერმანია) Hess Timber Limitless GmbH (გერმანია) Fast+Epp GmbH (გერმანია) პროექტის ქვეკონტრაქტორები: Hess Timber Limitless (გერმანია); Baucon (გერმანია); Redaelli (იტალია); Alga (იტალია); Prolight (საქართველო); ელიტა-ბურჯი (საქართველო). დასრულების თარიღი: 2011 წლის 31 დეკემბერი.
სრულადმესტიის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი...
პროექტის დასახელება: მესტიის აეროპორტის ასაფრენ დასაფრენი ბილიკი; ადგილმდებარეობა: დაბა მესტია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, საქართველო. მოკლე ისტორია: 2010 წელს დაბა მესტიაში დაიწყო აეროპორტის მშენებლობა. ცემენტო-ბეტონის ასაფრენი ბილიკის სიგრძე 1100 მეტრია, სიგანე კი 30. აეროპორტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას უწყობს ხელს და ყოველწლიურად მასპინძლობას უწევს ქართველ და უცხოელ სტუმრებს. პროექტი დასრულდა 2010 წლის ნოემბერში.
სრულადთეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის საბაგირო-სატრანსპორტო ს...
მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო (მექანიკური) სამუშაოები
სრულადარალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრი...
ქ.თბილისში გახოკიძის ქუჩაზე არალეგალ მიგრანტთა განთვსების ცენტრის მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოები
სრულადპუშკინის ქუჩის რეკონსტრუქციის სამუშაოები...
პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა გაიხსნა. ესტაკადა საცობისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანს,ი. მაჩაბელის, კ. აფხაზის, გ. ჭანტურიას, ა. ფურცელაძის, რ. თაბუკაშვილის ქუჩებს.
სრულადვერეს ხეობაში სათავისების აღდგენა-რეაბილიტაცია...
ქ.თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული კონსტრუქციის (გზაგამტარი) გვირაბების და მათი სათავისების აღდგენა-რეაბილიტაცია.
სრულადჰესი ხობი2...
ჩხოროწყუს რაიონში, მდ. ხობისწყალზე, ხობიჰესი-2 მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები
სრულად