10/12/2024
crp
14903
გზის ინფრასტრუქტურა
2012 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაიგეგმა სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვა. გმირთა მოედნის მსგავსად აქაც აშენდა რკინა-ბეტონის ხიდები. მშენებლობის პროცესში განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა გზის გადაკეტვა, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტონაკადის მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვევდა ქალაქის პარალიზებას. მოძრაობის ჩაკეტვის თავიდან აცილების მიზნით, „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ კიდევ ერთი ინოვაცია დანერგა საქართველოში - კომბინირებული ლითონისა და მონოლითური რკინა-ბეტონის ხიდი. ამ ტექნოლოგიის საშუალებით, სულ რამოდენიმე საათით გახდა საჭირო ავტონაკადის მოძრაობის შეწყვეტა, რათა მოწყობილიყო ხიდების სავალი ნაწილები.