კავკასუს როუდ პროჯექტი

+99532 2 43 90 96
info@crp.ge
ლესელიძის 44
მეიდან პალასი
ორშ. - პარ. 9.00 - 18.00
შაბ - კვ / დაკეტილია

სიახლეები

ანაკლიის ხის საფეხმავლო ხიდი

2011 წლის 31 დეკემბერს კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტმა” უცხოელ ქვეკონტრაქტორებთან ერთად დაასრულა უნიკალური ხის საფეხმავლო ხიდის მშენებლობა ანაკლიაში. ხის ხიდი სიგრძით 504 მეტრია, სიგანეში კი 6.8 მეტრი. შავი ზღვისპირეთის სხვა აღსანიშნავ ნაგებობებს შორის, ეს ხიდი გამორჩეულია. იგი ევროპის მასშტაბით ყველაზე გრძელი ხის ხიდია, ხოლო მსოფლიო მასშტაბით იგი ყველაზე გრძელი ხის ვანტური ხიდია.

სრულად

მთავრობის სახლი ქუთაისში

მთავრობის სახლი ქუთაისში – ნოემბერში დასრულდა ქუთაისის მთავრობის სახლის მშენებლობა. “კავკასუს როუდ პროჯექტი” ამ პროექტზე მუშაობდა ესპანელ და თურქ სუბკონტრაქტორებთან ერთად : “კობრა”, “მონკობრა”, “ერა” და “ინტერა”.

სრულად

რესტორანი კუდიგორა

გაიხსნა რესტორანი "კუდიგორა" ილიას ტბის დასასვენებელ კომპლექსში, ყვარელის მახლობლად. რესტორანი შესრულებულია მთლიანად ხეში. რესტორანი მდებარეობს კუდიგორის მთაზე და მაქედან მომდინარეობს მისი სახელიც. რესტორნიდან ყველა მხარეს იხსნება თვალწრმტაცი ხედები: ილიას ტბა, კავაკსიონის მწვერვალები, დურუჯის ხეობა და ალაზნის ველი - ამ სანახაობით შეგიძლიათ დატკბეთ რესტორან კუდიგორაში სადილობისას. რესტორანი ეკუთვნის "კაუკასუს როუდ პროჯექტს". რესტორნის სასადილო დაკომპლექტებულია ადგილობრივი მზარეულებით, ამიტომ იქ წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვათ ნამდვილი კახური და არა მარტო კახური კერძები.

სრულად

ილიას ტბა

ილიას ტბაზე თანამედროვე სტანდარტების ტურისტული ობიექტის მშენებლობა 2011 წლის ზაფხულში დაიწყო. ტბის გარშემო მოეწყო ველოსიპედით სასეირნო ბილიკი, აშენდა ამფითეატრი, რომელიც გათვლილია 1500 კაცზე. გაიხსნა რამდენიმე კეფე-რესტორანი, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედანი. მშენებლობა დასრულდა 2011 წლის 7 ნოემბერს

სრულად
1 2