Road Infrastructure

ავტომაგისტრალი ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე

პროექტის დასახელება: ავტომაგისტრალი ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მდ. ვერეს ხევი.

მოკლე აღწერა:

2009 წელს ვერეს ხეობის გავლით გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის შემაერთებელი გზის მშენებლობა დაიწყო. პროექტი თავისი სირთულით უნიკალური იყო საქართველოში.  გზას მთლიანად მდინარის თავზე ვიწრო ხეობაში უნდა გაევლო. კომპანია კავკასუს როუდ პროჯექტმა პროექტში გათვალისწინებული ხიდების მაგივრად გამოიყენა ინოვაციური ტექნოლოგიის, კანადური წარმოების გოფრირებული ლითონის გვირაბები, რომლებშიც ახლა მიედინება მდინარე ვერე მაგისტრალის ქვეშ. ამ ინოვაციით კავკასუს როუდ პროჯექტმა შეამცირა როგორც პროექტის ხარჯი, ასევე მშენებლობის დრო. მშენებლობა დასრულდა 2010 წლის ივლისში, ზუსტად ერთ წელიწადში დაწყებიდან. გზის სიგრძე 3400 მეტრია მასზე ორმხრივი, ოთხზოლიანი მოძრაობაა გათვალისწინებული. ამ მაგისტრალმა, რომელმაც ხალხისაგნ „ახალი გზის“ სახელი მიიღო მნიშვმნელოვნად განტვირთა თბილისის ცენტრალური გამზირები. 

 

არქიტექტორი: პროექტი დამუშავებულია შპს “საქგაზმეცნიერების მიერ” (ავტორი: ბატონი თამაზ შილაკაძე). სუბკონტრაქტორები: შპს “არმტეკი” – კანადა, შპს. “ჰაილიტ+ვიორნერი” - გერმანია, სს “შტრაბაგი” – ერმანია.