Road Infrastructure

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნატახტარი-აღაიანი-იგოეთის მონაკვეთები

პროექტის დასახელება: თბილისი-დასავლეთ საქართველოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნატახტარი-აღაიანისა და აღაიანი-იგოეთის მონაკვეთები.

მოკლე აღწერა:

პირველი ბეტონის საფარიანი გზა საქართველოში სწორედ „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ინიციატივით გაკეთდა. კავკასუს როუდ პროჯექტმა შპს „ზიმოსთან“ ერთად 2006 წელს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც გულისხმობდა მაგისტრალი E60-ის გაფართოვებას ორიდან ოთხ ზოლამდე ასაფალტის საფარით, შეიტანა ალტერნატიული წინადადება გზის ცემენტო-ბეტონის საფარით მოწყობაზე. ამ წინადადებამ გაიმარჯვა და  2006 წლის ოქტობერში უკვე გაკეთებული იყო ნატახტარი - აღაიანის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი. 2009 წელს კავკასუს როუდ პროჯექტმა უკვე შემდეგი აღაიანი - იგოეთის 17 კილომეტრიანი მონაკვეთი დაასრულა. 

 

პროექტის ქვეკონტრაქტორები: შპს “ჰაილიტ+ვიორნერი” - გერმანია, სს “შტრაბაგი” - ავსტრია