კავკასუს როუდ პროჯექტი

+99532 2 43 90 96
info@crp.ge
კოტე აფხაზის 44
მეიდან პალასი
ორშ. - პარ. 9.00 - 18.00
შაბ - კვ / დაკეტილია

ქალაქ ბათუმში (ბაქოს ქუჩა), ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო კვანძის (ესტაკადა) სამშენებლო სამუშაოები

კავკასუს როუდ პროჯექტი

10/12/2024
crp
8728
ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა - უშუალოდ ესტაკადის ხიდის მოწყობის, ბეტონირების სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: ესტაკადის(ხიდის) მშენებლობა; ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მოწყობა. ბათუმის პორტთან ესტაკადის მშენებლობის დასრულებას მშენებელი კომპანია ივლისში ვარაუდობს. ესტაკადის მოწყობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 14 მილიონ 370 ათასი ლარია. პროექტის მიხედვით, ესტაკადის სიმაღლე – 8,5 მეტრი, ხოლო სიგრძე – 800 მეტრი იქნება. პროექტი ითვალისწინებს – ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი რამდენიმე დამხმარე გზის მშენებლობას.