შპს „სმართ ვეარჰაუსის“ დაკვეთით შპს „კვაკასუს როუდ პროჯექტი“ სოფელ დიღომში ახორციელებს სასაწყობე შენობის მოწყობის სამუშაოებს, საერთო ფართით 3699.7 კვ.მ. ობიექტი წარმოადგენს ლითონის და ხის კონსტრუქციის ერთსართულიან ანგარს, რომელიც შემოსილია და გადახურულია ე.წ. "სენდვიჩი"-ს პანელებით. კონსტრუქციულ კარკასს ქმნის ლითონის პროფილების სვეტები, რომლებზეც დაფუძნებულია შესაბამისად დამუშავებული ხის მასალის ფერმები. ობიექტი ხასიათდება სასაწყობე დანიშნულების შენობებისთვის დამახასიათებელი თანამედროვე არქიტექტურით.