კავკასუს როუდ პროჯექტი

+99532 2 43 90 96
info@crp.ge
კოტე აფხაზის 44
მეიდან პალასი
ორშ. - პარ. 9.00 - 18.00
შაბ - კვ / დაკეტილია

სატრანსპორტო კვანძები გმირთა მოედანზე

კავკასუს როუდ პროჯექტი

11/21/2024
crp
15532
გზის ინფრასტრუქტურა
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გმირთა მოედანი. მოკლე აღწერა: 2009 წლის დასაწყისში გადატვირთული მოძრაობის განსამუხტველად გმირთა მოედანზე დაიგეგმა ესტაკადებისა და აღნიშნული ტერიტორიის თამარაშვილის ქუჩასთან დამაკავშირებეული ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. დაპროექტდა და შესრულდა რკინა-ბეტონის მონოლითური ესტაკადების - კოსტავას ქუჩიდან გმირთა მოედანზე ესტაკადა N1, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დიღმის მიმართულებით ესტაკადა N2, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით ესტაკადა N3 და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან გმირთამოედნის მიმართულებით ესტაკადა N4-ის სამშენებლო სამუშაოები. მათი საერთო სიგრძე 806 მეტრია. ძირითადი ხიდის სიგრძე 337 მეტრია, ხოლო სიგანე საშუალოდ 10 მეტრი. ესტაკადების სრული სიგრძე 1000 მეტრს გადააჭარბებს. პროექტი დამუშავებულია შპს “საქგაზმეცნიერების” მიერ (ავტორი თამაზ შილაკაძე). ქვეკონტრაქტორები: შპს “დუვიდაგი” – გერმანია.