კავკასუს როუდ პროჯექტი

+99532 2 43 90 96
info@crp.ge
კოტე აფხაზის 44
მეიდან პალასი
ორშ. - პარ. 9.00 - 18.00
შაბ - კვ / დაკეტილია

მდ.ბიდარაზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა

კავკასუს როუდ პროჯექტი

11/21/2024
crp
15312
გზის ინფრასტრუქტურა
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მდინარე ბიდარაზე დაპროექტდა და აშენდა ახალი სახიდე გადასასვლელი. ხიდი წარმოადგენს ჩარჩო-კონსტრუქციას რკინაბეტონის კომპოზიტური სუპერკონსტრუქციის სახით, რომელიც მონოლითურად და შესაბამისად, მყარადაა დაკავშირებული სუბსტრუქტურასთან (საყრდენები). სუპერსტრუქტურა შედგება რკინაბეტონის კომპოზიტური მზა ელემენტებისგან – ღია ფოლადის ბოძები უკავშირდება მზა ელემენტს მსხვილი ბოლტებით. მზა ელემენტები დამონტაჟდა მომზადებულ საყრდენებზე, შეკავშირდა და გამყარდა. ჩარჩო კონსტრუქციის ჩაბეტონებისა და გამაგრების შემდეგ (სუპერსტრუქტურის დაკავშირება საყრდენებთან) მოხდა ადგილზე საყრდენი ფილის გამაგრება და ჩაბეტონება. მალის ნაშენის სიგრძე არის 51 მეტრი, ხოლო ხიდის საერთო სიგრძეა 52,80 მეტრი, ზედაპირის ფართობი კი - 591.60 მ2. პროექტის ვარგისიანობის ვადა - 100 წელი.