პროექტის დასახელება: ავტომაგისტრალი ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მდ. ვერეს ხევი - საპროექტო გზა იწყება ვერეს ხევში, საქალაქო ავტომაგისტრალიდან და გრძელდება თამარაშვილის ქუჩამდე. მოკლე აღწერა: 2009 წელს ვერეს ხეობის გავლით გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის შემაერთებელი გზის მშენებლობა დაიწყო. სატრანსპორტო კვანძი აკავშირებს ქ. თბილისის ორ უმნიშვნელოვანეს რაიონს, ვაკესა და საბურთალოს და არის გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის ალტერნატიული გზა. პროექტი თავისი სირთულით უნიკალური იყო საქართველოში. გზას მთლიანად მდინარის თავზე ვიწრო ხეობაში უნდა გაევლო. კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტ”-მა პროექტში გათვალისწინებული ხიდების მაგივრად გამოიყენა ინოვაციური ტექნოლოგიის კანადური წარმოების გოფრირებული ლითონის გვირაბები, რომლებშიც ახლა მიედინება მდინარე ვერე. ამ ინოვაციით “კავკასუს როუდ პროჯექტ”-მა შეამცირა როგორც პროექტის ხარჯი, ასევე მშენებლობის დრო. მშენებლობა დასრულდა 2010 წლის ივლისში, სამუშაოების დაწყებიდან ზუსტად ერთ წელიწადში. ტექნიკური მახასიათებლები: გზის სიგრძე 3400 მეტრია, სიგანე - 8 მეტრი. მასზე ორმხრივი, ოთხზოლიანი მოძრაობაა გათვალისწინებული. ამ მაგისტრალმა, რომელმაც ხალხისაგნ „ახალი გზის“ სახელი მიიღო, მნიშვნელოვნად განტვირთა თბილისის ცენტრალური გამზირები. არქიტექტორი: პროექტი დამუშავებულია შპს “საქგაზმეცნიერების მიერ” (ავტორი: ბატონი თამაზ შილაკაძე). სუბკონტრაქტორები: შპს “არმტეკი” – კანადა, შპს. “ჰაილიტ+ვიორნერი” - გერმანია, სს “შტრაბაგი” – გერმანია.