2011 წლის 31 დეკემბერს კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტმა” უცხოელ ქვეკონტრაქტორებთან ერთად დაასრულა უნიკალური ხის საფეხმავლო ხიდის მშენებლობა ანაკლიაში. ხის ხიდი სიგრძით 504 მეტრია, სიგანეში კი 6.8 მეტრი. შავი ზღვისპირეთის სხვა აღსანიშნავ ნაგებობებს შორის, ეს ხიდი გამორჩეულია. იგი ევროპის მასშტაბით ყველაზე გრძელი ხის ხიდია, ხოლო მსოფლიო მასშტაბით იგი ყველაზე გრძელი ხის ვანტური ხიდია.