წყენთი-ახალდაბის დამაკავშირებელ გზაზე მშენებარე სახიდე გადასასვლელზე მიმდინარეობს მალის ნაშენის წინასწარდაძაბვის სამუშაოები. წინასწარდაძაბვა მოიცავს ორ ეტაპს: პირველი დაძაბვა ხდება 30%-ზე, როდესაც ბეტონის სიმტკიცე მიაღწევს 17ნ/მმ2. მეორე ანუ საბოლოო დაძაბვა 100%-ზე, როდესაც ბეტონის სიმტკიცე მიაღწევს 34ნ/მმ2