კავკასუს როუდ პროჯექტი

+99532 2 43 90 96
info@crp.ge
კოტე აფხაზის 44
მეიდან პალასი
ორშ. - პარ. 9.00 - 18.00
შაბ - კვ / დაკეტილია

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის (კმ10 - კმ23) მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები

კავკასუს როუდ პროჯექტი

10/12/2024
crp
14984
გზის ინფრასტრუქტურა
2016 წელს შპს „კავკასუს როუდ პროჯექტ“-მა გაიმარჯვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის (კმ10 - კმ23) მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. გზის აღნიშნული მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული იყო - ერთ დროს ასფალტბეტონის საფარიანი გზა მთლიანად გაცვეთილი, მხოლოდ რამდენიმე ადგილას იყო შემორჩენილი საფარის ფრაგმენტები; მწყობრიდან გამოსული წყლის აცილების სისტემიდან წყალი სავალ ნაწილზე გადმოდიოდა, რის გამოც სავალი ნაწილი ძლიერ დაზიანდა. ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში განახლდა სავალი გზის სამოსი, მოეწყო 2 სახიდე გადასასვლელი, შეიცვალა დაზიანებული მილები, გადატანილ იქნა ელ. გადამცემი ხაზი, პატარა ხევების და კიუვეტების წყლის გასატარებლად მოეწყო სხვადასხვა კვეთის, ზომისა და ფორმის რკ.ბეტონის მილები; ქვათაცვენისა და მეწყრული უბნების სტაბილიზაციისათვის ჩამოიწმინდა ფერდობები და მოეწყო რკ. ბეტონის საყრდენი კედლები. აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო, სარეკონსტრუციო სამუშაობის შედეგად მივიღეთ ორ ზოლიანი გზა, რომელიც გადის სოფელებს - ფუძნარსა და ბოდავს.