კავკასუს როუდ პროჯექტი

+99532 2 43 90 96
info@crp.ge
კოტე აფხაზის 44
მეიდან პალასი
ორშ. - პარ. 9.00 - 18.00
შაბ - კვ / დაკეტილია

ხონის მუნიციპალიტეტის წყალტუბო - ცაგერის საავტომობილო გზის მე-15 კმ-დან, ძეძილეთი - გორდი - ნორას გზის სარეაბილიტაციო და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები

კავკასუს როუდ პროჯექტი

11/24/2024
crp
15032
გზის ინფრასტრუქტურა
შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის წყალტუბო - ცაგერის საავტომობილო გზის მე-15 კმ-დან, ძეძილეთი - გორდი - ნორას გზის სარეაბილიტაციო და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოებს. ძეძილეთი-გორდი-ნოღას საავტომობილო გზის საპროექტო მონაკვეთი ხონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ადგილობრივი მნიშვნელობისაა. ხსენებული საავტომობილო გზა წარმოადგენს მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს, რომელიც ასევე აკავშირებს ადგილობრივ სოფლებს (გაღმა ნოღა, გამოღმა ნოღა, ძეძილეთი) საქართველოს საავტომობილო გზების ქსელთან და წარმოადგენს ტურისტული დანიშნულების ობიექტებთან (ოკაცეს კანიონი, პრომეთეს მღიმე და ა.შ.) საგზაო კავშირს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აღნიშნული გზის დაახლოებით 10 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია და ორი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.