11/24/2024
crp
15226
გზის ინფრასტრუქტურა
2016 წელს შპს „კავკასუს როუდ პროჯექტ“-მა გაიმარჯვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში - შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის (კმ10 - კმ23) მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. გზის აღნიშნული მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული იყო - ერთ დროს ასფალტბეტონის საფარიანი გზა მთლიანად გაცვეთილი, მხოლოდ რამდენიმე ადგილას იყო შემორჩენილი საფარის ფრაგმენტები; მწყობრიდან გამოსული წყლის აცილების სისტემიდან წყალი სავალ ნაწილზე გადმოდიოდა, რის გამოც სავალი ნაწილი ძლიერ დაზიანდა.
ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში განახლდა სავალი გზის სამოსი, მოეწყო 2 სახიდე გადასასვლელი, შეიცვალა დაზიანებული მილები, გადატანილ იქნა ელ. გადამცემი ხაზი, პატარა ხევების და კიუვეტების წყლის გასატარებლად მოეწყო სხვადასხვა კვეთის, ზომისა და ფორმის რკ.ბეტონის მილები; ქვათაცვენისა და მეწყრული უბნების სტაბილიზაციისათვის ჩამოიწმინდა ფერდობები და მოეწყო რკ. ბეტონის საყრდენი კედლები.
აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო, სარეკონსტრუციო სამუშაობის შედეგად მივიღეთ ორ ზოლიანი გზა, რომელიც გადის სოფელებს - ფუძნარსა და ბოდავს.