საგზაო მშენებლობა


"კავკასუს როუდ პროჯექტის" ყველა პროექტი უმაღლესი ხარისხის ბეტონით ხორციელდება, რომელიც კომპანიის საკუთარ ბეტონის ქარხანაშია ნაწარმოები. უნიკალური, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი LINTEC-ის მობილური ბეტონის ქარხანა საათში 240 კუბურ მეტრ ბეტონს აწარმოებს. მისი ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია:


1. ზუსტი დოზირება (კილოგრამის სიზუსტით);

2. საწარმოო პროცესის სრული კომპიუტერიზაცია;

3. ნებისმიერი მარკის ბეტონის წარმოების შესაძლებლობა;

4. ექვსი სხვადასხვა ფრაქციის ქვიშის და ღორღის მიწოდების შესაძლებლობა.

 

"კავკასუს როუდ პროჯექტის" ბეტონის ქარხანას ახასიათებს გადამწყვეტი უპირატესობა მშენებლობის სფეროში - ქარხნის ყველა კვანძი 100%-ით განთავსებულია საზღვაო კონტეინერებში, რაც ნიშნავს არასტანდარტული ზომების პრობლემის თავიდანვე გამორიცხვას. გადაზიდვისათვის შესაძლოა გამოყენებული იქნას ჩვეულებრივი კონტეინერმზიდი ტრანსპორტი, დემონტაჟი-მონტაჟი კი ძალზე სწრაფად შეიძლება. ეს ფაქტორები საშუალებას იძლევა დამატებითი ლოგისტიკური ხარჯების გარეშე, მშენებლობის ადგილზე მოხდეს ბეტონის წარმოება და საგრძნობლად შემცირდეს მშენებლობის დრო და ბეტონის წარმოებასა და ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯები.

 

წარმოების ხარისხის კონტროლი ულტრათანმედროვე მოწყობილობებითა და მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდება. ბეტონის ხარისხი მოწმდება როგორც ადგილზე, ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე მიწოდების ადგილზე - იტალიური მობილური ლაბორატორიის Controls-is მეშვეობით. წარმოების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციაც, რომელთა მომზადება განხორციელდა გერმანული კომპანიების Strabag, Heilit-Woerner-ის მიერ. მიწის სამუშაოების ტესტირებისათვის გერმანული Infratest laboratoria გამოიყენება.

 

"კავკასუს როუდ პროჯექტი" დიდ ყურადღებას აქცევს გარემოს დაცვას. LINTEC-ის ბეტონის ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ცემენტის ფილტრებით, რომლებიც ფაქტობრივად ნულამდე ამცირებენ ატმოსფეროს ცემენტით დაბინძურების ხარისხს. საწარმოო პროცესში გამოყენებული წყალი ასევე გაივლის სპეციალურ სალექებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გამოყენებული წყლის ბუნებაში სუფთა სახით დაბრუნებას.

 

"კავკასუს როუდ პროჯექტი" ასევე მაღალი ხარისხის ქვიშა-ღორღს აწარმოებს. რისთვისაც იყენებს ღორღის სამტვრევ, საცერ და სარეცხ მობილურ კომპლექსს Powerscreen, რომლის წარმადობაც საათში 300 კუბური მეტრია. წარმოებაში მონაწილეობს აგრეთვე მობილური სამტვრევი დანადგარები HARTL და RABEL MASTER-ი.