კავკასუს როუდ პროჯექტი

+99532 2 43 90 96
info@crp.ge
ლესელიძის 44
მეიდან პალასი
ორშ. - პარ. 9.00 - 18.00
შაბ - კვ / დაკეტილია

ქ. თბილისში, მდინარე მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები

კავკასუს როუდ პროჯექტი

03/20/2019
crp
405
გზის ინფრასტრუქტურა
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ჩვენი კომპანია ახორციელებს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტით გათვალისწინებულია კვლევების შედეგად გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა, კერძოდ: ხიდზე ახალი კონსტრუქციის სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერებისა და რკინაბეტონის თვალამრიდების მოწყობა; ხიდის სადეფორმაციო ნაკერებიდან წყლის მომცილებელი სისტემის, დაზიანებული და ჩამოტეხილი საკარადე კედლების რეაბილიტაცია; არსებული განათების ბოძების განახლება; გადახრილი საყრდენი ნაწილების გასწორება დასაშვებ სიდიდემდე, სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიგნითა სივრცის გასუფთავება და ხიდის მისასვლელბზე ახალი სანიაღვრე ჭებისა და ჭების დამაკავშირებელი პოლიეთილენის წყალმომცილებელი მილების მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და 5 თვე გაგრძელდება.