Road Infrastructure

ესტაკადები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე

2012 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიგეგმა თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვა. გმირთა მოედნის მსგავსად აქაც უკვე აშენდა რკინა-ბეტონის ხიდები. განსაკუთრებით სირთულეს მშენებლობის პროცესში წარმოადგენდა ის, რომ არ შეიძლებოდა სანაპიროს გადაკეტვა, რადგან ეს ქალაქის პარალიზებას მოახდენდა. მოძრაობის ჩაკეტვის თავიდან ასაცილებლად „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ კიდევ ერთი ინოვაცია დანერგა საქართველოში - კომბინირებული ლითონისა და მონოლითური რკინა-ბეტონის ხიდი. ამ ტექნოლოგიამ მოგვცა იმის საშუალება, რომ სულ რამოდენიმე საათიანი მოძრაობის ჩაკეტვით მოეწყო ხიდების სავალი ნაწილები.