Road Infrastructure

სატრანსპორტო კვანძები გმირთა მოედანზე

პროექტის დასახელება: სატრანსპორტო კვანძები გმირთა მოედანზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. გმირთა მოედანი.

მოკლე აღწერა:

2009 წლის დასაწყისში აუცილებელი გახდა საავტომობილო მოძრაობის განმუხტვა გმირთა მოედანზე. დაიგეგმა და შესრულდა რკინა-ბეტონის მონოლითური ესტაკადები, რომელთა საერთო სიგრძე 806 მეტრია. ძირითადი ხიდის სიგრძე 337 მეტრია, ხოლო სიგანე საშუალოდ 10 მეტრი. 2012 წლის სექტემბერში ამ კვანძებს დაემატება კიდევ ერთი ესტაკადა კოსტავას ქუჩიდან, რითაც გამოირიცხება საავტომობილო ნაკდების კონფლიქტური სიტუაცია. ესტაკადების სრული სიგრძე 1000 მეტრს გადააჭარბებს.

 

არქიტექტორი: პროექტი დამუშავებულია შპს “საქგაზმეცნიერებისმიერ (ავტორი თამაზ შილაკაძე).

ქვეკონტრაქტორები: შპს “დუვიდაგი” – გერმანია

span style=