Civil Construction

რესტორანი ილიას ტბაზე

გაიხსნა რესტორანი "კუდიგორა" ილიას ტბის დასასვენებელ კომპლექსში, ყვარელის მახლობლად. რესტორანი შესრულებულია მთლიანად ხეში. რესტორანი მდებარეობს კუდიგორის მთაზე და აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. რესტორნიდან ყველა მხარეს იხსნება თვალწარმტაცი ხედები: ილიას ტბა, კავაკსიონის მწვერვალები, დურუჯის ხეობა და ალაზნის ველი - ამ სანახაობით შეგიძლიათ დატკბეთ რესტორან კუდიგორაში სადილობისას. რესტორანი ეკუთვნის "კავკასუს როუდ პროჯექტს". რესტორნის სასადილო დაკომპლექტებულია ადგილობრივი მზარეულებით, ამიტომ იქ წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვათ ნამდვილი კახური და არა მარტო კახური კერძები.