Road Infrastructure

ანაკლია - განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე

პროექტის დასახელება: საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე.

ადგილმდებარეობა: ანაკლია - განმუხური, ზუგდიდის რაიონი, სამეგრელო - ზემო სვანეთი.

მოკლე აღწერა:

საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე, აკავშირებს ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლებს.

პროექტის მშენებლობა იყოფა 8 ძირითად ფაზად:

  • რკინა-ბეტონის ხიმინჯებიანი საძირკვლის მოწყობა;
  • რკინა-ბეტონის ბურჯების მოწყობა;
  • ხის კონსტრუქციის დამზადება;
  • ლითონის კონსტრუქციების დამზადება;
  • ხის კონსტრუქციების მონტაჟი;
  • პილონის დამონტაჟება;
  • პილონის ვანტების დამონტაჟება;
  • სავალი ნაწილის შეფიცვრა, მოაჯირების მოწყობა და განათება.

ტექნიკური მახასიათებლები: ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე  504 მეტრია, სიგანე კი 6.81 მ. ის ევროპაში ყველაზე გრძელი ხის ხიდია. 

პროექტის გენერალური კონტრაქტორი: შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი"

ხიდის პროექტის ავტორები:

  • შპს „ტრანსპროექტი“ (საქართველო)
  • Leonard Andre and Partners GmbH (გერმანია)
  • Hess Timber Limitless GmbH (გერმანია)
  • Fast+Epp GmbH (გერმანია)

პროექტის ქვეკონტრაქტორები:

  • Hess Timber Limitless (გერმანია);
  • Baucon (გერმანია);
  • Redaelli (იტალია);
  • Alga (იტალია);
  • Prolight (საქართველო);
  • ელიტა-ბურჯი (საქართველო).

დასრულების თარიღი: 2011 წლის 31 დეკემბერი.